|
2019-10-15 16:02:14, 1743 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე: წყალმომარაგების და წყალარინების მიმართულებით აჭარაში თანამედროვე ინფრასტრუქტურა იქმნება
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბათუმის მერთან ლაშა კომახიძესთან ერთად ჯავახიშვილის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. შენდება სანიაღვრე კოლექტორი, რომლის გავლით სანიაღვრე წყლები არდაგანის ტბის მიმდებარედ მშენებარე სატუმბ სადგურს დაუკავშირდება. სატუმბი სადგური უხვი ნალექის დროს ქალაქის ცენტრალური კოლექტორებიდან მიღებული სანიაღვრე წყლების გადატუმბვას უზრუნველყოფს, რაც ქალაქის დატბორვის საშიშროებას მნიშვნელოვნად შეამცირებს. ჯავახიშვილის ქუჩის სანიაღვრე კოლექტორის მშენებლობა მიმდინარე წლის ნოემბერში დასრულდება. პროექტის ღირებულება 3 მილიონ 600 ათას ევროს შეადგენს. "ბათუმის მერია აქტიურად ახორციელებს წყალმომარაგება-წყალარინების ინფრატრუქტურულ სამუშაოებს ქალაქში. ეს მოაგვარებს ათწლეულების პრობლემას ქალაქში წყალმომარაგება-წყალარინების კუთხით. ამასთანავე, ფინანსთა სამინისტროს ჩართულობით დაახლოებით 1 კვირის წინ მოეწერა ხელი ძალიან მნიშვნელოვან ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც 60 მილიონი ევრო მოხმარდება ბათუმის შემოერთებული ტერიტორიების წყალმომარაგება-წყალარინებას. ასევე, აჭარის წყლის ალიანსი 50 მილიონ ევროს დახარჯავს აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში. ჯამში ჩვენ 5 წლის განმავლობაში ავითვისებთ 100 მილიონ ევროზე მეტს და ეს იქნება ნამდვილი ინფრასტრუქტურული გარღვევა მთლიანად აჭარისთვის. წყალმომარაგების და წყალარინების მიმართულებით აჭარაში თანამედროვე ინფრასტრუქტურა იქმნება. ყველგან გვექნება სისტემები, რომელიც უზრუნველყოფს თანამედროვე ეკონომიკის განვითარებას" – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. ქალაქის მერის, ლაშა კომახიძის თქმით, ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სამუშაოები, რომელიც ქალაქის მასშტაბით მიმდინარეობს კომუნალური ინფრასტრუქტურის მოწყობის თვალსაზრისით, რაც ძალიან დიდ შვებას მისცემს ქალაქს წყალარინების და სანიაღვრე წყლების პრობლემის მოგვარების კუთხით. პარალელურად მიმდინარეობს ცენტრალური წყალარინების კოლექტორის რეაბილიტაცია. სამუშაოები მომდინარე წლის ნოემბერში უნდა დასრულდეს. სამუშაოების ღირებულება 2 მილიონ 791 ათას ევროს შეადგენს.
(NS)
თბილისში კაცი დაჭრეს
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
ტრამპის ირანთან შეთანხმების შემდეგ, რუსული ნავთობის ფასი 50 დოლარამდე დაეცა
კომუნიკაციების კომისია სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაერია და „ტვ პირველი“ 2500 ლარით დააჯარიმა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)