|
2019-10-11 18:52:58, 3458 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტრო „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხმაურება
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მედიასთან/საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში, 2018 წლის მონაცემებით, 73 თანამშრომელია დასაქმებული. აღსანიშნავია, რომ გამჭვირვალობის მიერ ანგარიშში დასახელებულ რაოდენობაში შედიან სახელმწიფო დაწესებულებების ცხელი ხაზის და საზოგადოებრივი მისაღების თანამშრომლებიც, რომლებიც ყოველდღიურ და რიგ შემთხვევებში 24 საათის განმავლობაში უწევენ მომსახურებას საქართველოს მოქალაქეებს. დღეის მდგომარეობით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში დასაქმებულია სულ 64 თანამშრომელი. დეპარტამენტი მოიცავს ორ სამმართველოს, მათ შორის ცხელ ხაზს. 1. მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველო, სადაც დასაქმებულია - 12 პირი; 2. ღონისძიებათა დაგეგმვისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო, სადაც დასაქმებულია - 52 პირი. აქედან, ცხელ ხაზს ემსახურება - 39 პირი, მოქალაქეთა მისაღებს - 6 პირი, საჯარო ინფორმაციის გაცემას უზრუნველყოფს - 3 პირი, ხოლო ღონისძიებების დაგეგმვის მიმართულებით დასაქმებულია - 3 პირი. ამჟამად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მიმდინარეობს სტრუქტურული რეორგანიზაცია", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
(NS)
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
აშშ-ის საელჩოს საქართველოში ახალი მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)