15:42 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-05 15:16:10, 2911 ნახვა

საზოგადოება
„თბილისობა 2019“-ის ფარგლებში მსჯავრდებულების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ინიციატივით და თბილისის მერის, კახა კალაძის მხარდაჭერით თბილისობა 2019-ის ფარგლებში ორბელიანის მოედანზე მსჯავრდებულთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს.

ორი დღის განმავლობაში ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულების მიერ დამზადებული სხვადასხვა სახეობის ნივთი შეიძინოს. მოცემული ნივთების რეალიზაციიდან მიღებული თანხა მსჯავრდებულების ანგარიშებზე ირიცხება და მათი შემოსავლის წყაროს წარმოადგენს.

პროცესს ადგილზე გაეცნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე. თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ პენიტენციური სისტემის ერთ-ერთი უმთავრესი პროირიტეტი არის მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაცია.

„მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისთვის უმნიშვნელოვანესია მსგავსი აქტივობები, რომლებიც ხელს უწყობს მსჯავრდებულთა როგორც დასაქმებას, ასევე იმას, რომ პატიმრებმა მათ მიერ გაწეული შრომის შედეგი მიიღონ. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, წავახალისოთ პენიტენციურ სისტემაში განთავსებული თავისუფლებააღკვეთილი პირები იმისთვის, რომ უსაქმოდ კი არ ატარებდნენ მთელ დღეს, არამედ დასაქმდნენ, ისწავლონ და მაქსიმალურად გამოიყენონ მათთვის სასჯელის სახით განსაზღვრული დრო იმისთვის, რომ საკუთარ თავზე იმუშაონ, რაც მათ გათავისუფლების შემდეგ საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესში დაეხმარება“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

თბილისობის ფარგლებში ორბელიანის მოედანზე 7 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულების 283 ნივთია გამოფენილი. მათ შორის არის ნახატები, თექით, ტყავით შესრულებული ნამუშევრები, ხეზე ნაკვეთი ნივთები, სამკაულები და სხვა.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მდინარე წყალწითელაში მამაკაცი დაიხრჩო
კოშტა - პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს სხდომას თინა ბოკუჩავა არ დაესწრება
TI: ოცნებისთვის თითქმის 1.5 მილიონი ლარის ოდენობის შემოწირულობები სათამაშო ბიზნესს უკავშირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics