|
2019-10-03 11:55:35, 919 ნახვა
საზოგადოება
თურნავა: პრემიერ-მინისტრის დავალებით ბიზნესთან მუშაობას კიდევ უფრო ვაძლიერებთ
„პრემიერ-მინისტრისგან დღეს სამინისტროებმა, განსაკუთრებით ეკონომიკური გუნდის სამინისტროებმა საკმაოდ მნიშვნელოვანი დავალება მივიღეთ - გავაძლიეროთ ბიზნესთან მუშაობა და პრაქტიკულად უახლოესი დღეებიდან დავიწყებთ შეხვედრებს სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებთან, ბიზნესასოციაციებთან", - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან. ნათია თურნავას თქმით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბიზნესსექტორთან ახლაც საკმაოდ ინტენსიური კომუნიკაცია აქვს, თუმცა, უწყება ამ მიმართულებით მუშაობას კიდევ უფრო გააძლიერებს. მინისტრის ინფორმაციით, კერძო სექტორთან კომუნიკაციისას მთავარი აქცენტი რამდენიმე მიმართულებით გაკეთდება, მათ შორის რეგულაციების გამარტივების მიმართულებით. „თუ როგორ გავხადოთ ჩვენი ბიზნესგარემო კიდევ უფრო მიმზიდველი, რა ბარიერები აფერხებს ბიზნესებს, რომელ დარგში რა რეგულაცია შეიძლება გამარტივდეს, და როგორ მოვუხსნათ ყველა პრობლემა, რომ ჩვენი მოლოდინი 5%-იანი ეკონომიკური ზრდის თაობაზე გამართლდეს და ჩვენს მიერ დაგეგმილი საბიუჯეტო ვალდებულებები პირნათლად იყოს შესრულებული", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. ამასთან, ნათია თურნავამ ბიზნესთან კომუნიკაციის გაძლიერების კონტექსტში ისაუბრა მსოფლიო ბანკის ახალ რეიტინგზე, რომლის მიხედვითაც საქართველო ასევე დაწინაურდა ბიზნესგარემოს გაუმჯობესების თვალსაზრისით და 183 ქვეყანას შორის მე-18 ადგილზეა. „ეს არის კორუფციასთან ბრძოლის გაზრდილი ხარისხი, გამჭვირვალობა და მარტივი რეგულაციები. თუმცა, ამ მიმართულებითაც არის გარკვეული რესურსები, სადაც ჩვენ შეგვიძლია სიტუაცია კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ", - განაცხადა მინისტრმა.
(NS
კოშტა - პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს სხდომას თინა ბოკუჩავა არ დაესწრება
TI: ოცნებისთვის თითქმის 1.5 მილიონი ლარის ოდენობის შემოწირულობები სათამაშო ბიზნესს უკავშირდება
საქართველოს მოქალაქე დაუსწრებლად გაასამართლეს უკრაინის მხარეს ომში მონაწილეობისთვის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)