17:43 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-01 19:24:03, 1789 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტს ნარმანიას სემეკ-ის თავმჯდომარედ წარდგენის უფლება არ ჰქონდა - კენჭისყრა გადაიდო

პარლამენტში საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედ დავით ნარმანიას არჩევის საკითხზე კენჭისყრა გადაიდო.

მიზეზი თანამდებობაზე ნარმანიას კანდიდატურის პრეზიდენტის მიერ წარდგენა გახდა, რისი უფლებაც მას კონსტიტუციის თანახმად არ აქვს. პრეზიდენტს მხოლოდ სემეკ-ს წევრების წარდგენა შეუძლია.

კონსტიტუციასთან შეუსაბამობის საკითხი სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ხათუნა გოგორიშვილმა დააყენა. მან აღნიშნა, რომ პრეზიდენტს „სხვა პრობლემებთან ერთად, იურიდიული კონსულტაციის პრობლემაც აქვს“.

„მოგეხსენებათ,კონსტიტუციით განსაზღვრულია საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებები და ამავე კონსტიტუციის 52-ე მუხლით პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნტქი გვეუბნება, რომ პრეზიდენტს შეუძლია, განახორციელოს მხოლოდ კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებამოსილება. „დ“ ქვეპუნქტი ადგეს ჩამონათვალს, თუ ვისი წარდგენის უფლება აქვს, ამ ჩამონათვალშია არიან მხოლოდ სემეკ-ის წევრები. შესაბამისად ,თავმჯდომარის წარდგენის უფლება საქართველოს პრეზიდენტს არ გააჩნია. თუ პარლამენტი ამ დადგენილებას უყრის კენჭის იქნება კონსტიტუციის დარღვევა“, – აღნიშნა გოგორიშვილმა.

ამის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოაცხადა. სხდომის გაგრძელების შემდეგ, თალაკვაძემ აღნიშნა, რომ კენჭისყრა გადაიდო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
რუსეთის ძალებმა კიევის რეგიონს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს, იყო აფეთქებები
ოპერის მიმდებარედ მშენებარე სასტუმროდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics