12:53 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-30 17:20:56, 1416 ნახვა

საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში TAIEX ექსპერტთა მისიის შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული მიმართულებებით ევროკომისიის ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტის (TAIEX) ექსპერტთა მისიის შეხვედრა გაიმართა.

როგორც შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა აღნიშნა, მისია ითვალისწინებს საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებით გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის სამართლებრივ აქტებთან დაახლოების საკითხებში უცხოელი ექსპერტების მხარდაჭერას.

ქართველი სპეციალისტებს უცხოელი ექსპერტები კონსულტაციებს გაუწევენ კონკრეტული სახეობის ცხოველთა დაავადებების, იდენტიფიკაციისა და რეგისტრაციის სისტემის დანერგვისა და კვების უსაფრთხოების მიმართულებებით.

ექსპერტთა მისია საქართველოში, შესაბამის სამსახურებთან შეხვედრებს 4 ოქტომბრის ჩათვლით გამართავს.

შეხვედრას ლიტვაში, კვებისა და ვეტერინარული მომსახურების დარგში, საგანგებო სიტუაციებზე პასუხისმგებლობის განყოფილების ხელმძღვანელი მარიუს მასიულისი, ლატვიაში, ვეტერინარული მეთვალყურეობის განყოფილების დირექტორის მოადგილე ედვინს ოლსევსკისი, ექსპერტი კვების ჰიგიენის სფეროში ნიდერლანდებიდან, რონ დვინგერი, სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ზურაბ ჩეკურაშვილი და სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი უწყებების  წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ეკლესიის, ისტორიული გმირების დასაცავად ამჯერად ახალი საინიციატივო ჯგუფი ყალიბდება
აზიის განვითარების ბანკმა თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის 250 მილიონი დოლარი დაამტკიცა
ზურაბიშვილი: „ქართული ღირებულებების დაცვის“ ორგანიზაციის მიზანი ესკალაციის პროვოცირებაა
TasteAtlas-მა 100 საუკეთესოს რეიტინგში ორი ქართული კერძი შეიყვანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics