|
2019-09-30 17:04:02, 1736 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა: რუსეთთან ფრენების აღდგენა ცალსახად პოზიტიური სიგნალი იქნება
„მე, როგორც ეკონომიკის მინისტრმა შემიძლია დავადასტურო ის, რაც ახლა უკვე სტატისტიკურადაც ჩანს - რუსეთის მხრიდან ფრენების შეჩერებამ სერიოზულად დაგვაზარალა", - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხის კომენტირებისას. ნათია თურნავას განცხადებით, ამაზე ეროვნული ბანკის 8 თვის მონაცემებიც მეტყველებს, რომელთა მიხედვითაც საერთაშორისო მოგზაურებისგან შემოსული თანხების მხრივ კლებაა. „ეს ნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ტურისტულ ინდუსტრიას მაქსიმალურად დავუდექით გვერდში, განსაკუთრებით მცირე და საოჯახო სასტუმროებს, ეს ნეგატიური ტენდენცია ჯერ კიდევ არ არის გადალახული და იმედი გვაქვს, რომ მომავალში შევძლებთ მის გადალახვას", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. ამასთან, ნათია თურნავას განცხადებით, უახლოეს მომავალში ფრენების აღდგენა ცალსახად პოზიტიური სიგნალი იქნება ჩვენი ბაზრის განვითარებისთვის, მით უმეტეს მოახლოებული ზამთრის ტურისტული სეზონის ფონზე. „ჩვენი სამთო კურორტები ელოდებიან ტურისტებს, მათ შორის რუს ტურისტებს. აქედან გამომდინარე, რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენა იქნება ძალიან დადებითი განვითარება და მხარდაჭერა, განსაკუთრებით მცირე და საოჯახო სასტუმროებისთვის. ყველაფერი, რაც წაადგება ჩვენს ეკონომიკას, ჩვენს ტურიზმს, ცალკეულ ოჯახებს და მცირე ბიზნესს, ჩვენთვის კარგი და დადებითია", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)