17:43 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-30 16:34:23, 1696 ნახვა

პოლიტიკა
შს მინისტრი კავკასიასა და საქართველოში კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს – ტოივო კლაარს შეხვდა.

ვახტანგ გომელაურმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა ევროინტეგრაციის მნიშვნელობას, როგორც საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტს. მხარეებმა რეგიონში უსაფრთხოების სფეროში არსებულ გამოწვევებსა და ამ მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) საქმიანობის მნიშვნელობაზე, ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით.

ვახტანგ გომელაურმა ტოივო კლაარს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი გამოხატული მხარდაჭერისთვის.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
რუსეთის ძალებმა კიევის რეგიონს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს, იყო აფეთქებები
ოპერის მიმდებარედ მშენებარე სასტუმროდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics