15:52 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-26 10:50:49, 1273 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი - ვავალებ ეკონომიკის მინისტრს, ტყიბულში პრობლემის მოსაგვარებლად გაემგზავროს

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დავალებით, ეკონომიკის მინისტრი დღეს ტყიბულში,  არა გარემოებებისა და საქმის გასაცნობად, არამედ პრობლემის მოსაგვარებლად გაემგზავრება.

 გახარიამ ნათია თურნავას მოუწოდა, იყოს მაქსიმალურად მომთხოვნი და მკაცრი, რათა დაცული იყოს თითოეული მოქალაქის უფლებები.

„მთავრობის სხდომის დასრულების შემდგომ, ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა გაემგზავრება ადგილზე და ხაზგასმით, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ის გაემგზავრება არა გარემოებების და საქმის გასაცნობად, არამედ პრობლემის მოსაგვარებლად. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია და მინდა, ნათია თურნავას ვთხოვო, რომ ის იყოს მაქსიმალურად მომთხოვნი, მკაცრი იმისთვის, რომ ჩვენ დავიცვათ თითოეული ჩვენი მოქალაქის უფლებები. რა თქმა უნდა, ჩვენ ბევრს ვაკეთებთ და გავაკეთებთ შემდგომშიც, მომავალშიც ბიზნესის, დამსაქმებლის ინტერესების დასაცავად. ყოველთვის იქ, სადაც ამის საშუალება გვექნება დავუდგებით ბიზნესს გვერდში, თუმცა დამსაქმებელმა და ბიზნესმა ყოველთვის უნდა გაითვალისწინოს ჩვენი მოქალაქის სოციალური ვალდებულებები, პასუხისმგებლობა და სრულად შეასრულოს ის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
„საქართველოს ბანკის“ ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით - 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
ევროკომისიის სპიკერი: უნდა გაათავისუფლონ ვახო სანაია, ყველა სხვა დაკავებული პირიც
რუმინეთის პრეზიდენტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის ჩამოგდებას იუწყება
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics