15:52 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-25 17:29:40, 1799 ნახვა

პოლიტიკა
ელენე ხოშტარიას ინფორმაციით, 20 ივნისის საქმეზე დაკავებული ლევან ჯიქური საავადმყოფოშია გადაყვანილი

 „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ გლდანის ნომერ მერვე პენიტენციურ დაწესებულებაში 20-21 ივნისის აქციის საქმეზე დაკავებულები მოინახულა.

როგორც მან განაცხადა, ერთ-ერთი დაკავებული ლევან ჯიქური სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება.

მისივე თქმით, დანარჩენების ჯანმრთელობის მდგომარეობა და პირობები დამაკმაყოფილებელია.

„ეს არის ძალიან დიდი უსამართლობის განცდა, მათ შორის ის სასამართლოები, რომელიც ტარდება, აბსოლუტურად დაუსაბუთებლად ტოვებენ მათ წინასწარ პატიმრობაში. არანაირი ამის საფუძველი არ არის, ამ ადამიანებს თავიანთი საქმე, რაც გარეთ აქვთ უფუჭდებათ“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

გარდა ამისა, როგორც დეპუტატმა აღნიშნა, „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის მძღოლსაც შეხვდა.

„ასევე შევხვდი ობა კოშაძეს, რომელიც ასევე პოლიტიკური ნიშნით არის დაკავებული, პირდაპირ დეტალებში ამიღწერა როგორ ჩაუდეს იარაღი. ეს ყველაფერი კი ქვეყნისთვის დიდი პრობლემაა, რადგან კიდევ გრძელდება მოქალაქეების უსამართლოდ დაკავება“, - განაცხადა ხოშტარიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
„საქართველოს ბანკის“ ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით - 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
ევროკომისიის სპიკერი: უნდა გაათავისუფლონ ვახო სანაია, ყველა სხვა დაკავებული პირიც
რუმინეთის პრეზიდენტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის ჩამოგდებას იუწყება
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics