19:25 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-25 12:06:32, 2161 ნახვა

სამართალი
დიმიტრი გაბუნია გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა.

როგროც საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ის ყველა კითხვას გასცემს პასუხს.

"ყველაფერს გეტყვით, რომ გამოვალ. გამოძიების მიერ დასმულ ყველა კითხვას პასუხს გავცემ. გამოძიება ყველაფერს გაარკვევს. თუ პრეზიდენტს დაიბარებენ ისიც ალბათ მოვა", - განაცხადა გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამდენიმე პირი შეიწყალა, მათ შორის 22 წლის პოლიციელის თარაშ მუკბანიანის,  დავით ოთხმეზურისა და სოსო ქოიავას მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები. სკანდალური შეწყალების შემდეგ პროკურატურამ მსჯავრდებულების შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics