|
2019-09-21 12:55:49, 2393 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე: ვერავინ გაიგო გუშინდელ აქციასთან ოკუპაცია რა შუაში იყო
ვერავინ გაიგო გუშინდელ აქციასთან ოკუპაცია რა შუაში იყო - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე სამოქალაქო მოძრაობა #სირცხვილიას მიერ გუშინ გამართულ აქციას. როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, მმართველი გუნდისთვის ნებისმიერი საფუძვლიანი კრიტიკა მისაღებია. „გუშინ ბევრი ადამიანი ამბობდა და შეიძლება, დავეთანხმო კიდეც – რა შუაში იყო ოკუპაცია გუშინ, ვერავინ გაიგო, მხოლოდ და მხოლოდ სპეკულირებისთვის იყენებენ ეს ადამიანები ამას. სამწუხაროდ, რაღაც თამაშს დაემსგავსა იმ წესებით, რომელიც რეალობასთან შეხებაში არ არის. ჩვენ მივიღებთ ნებისმიერ, თუნდაც ერთი ადამიანისაგან პროტესტს და კრიტიკას, თუ მას რამე საფუძველი გააჩნია, მაგრამ როდესაც მოგონილი და აბსოლუტურად ტყუილი ბრალდებებით ხდება რაღაცის გაპროტესტება, ბუნებრივია, ეს საზოგადოების აღქმაშიც არ ჩანს კარგად“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ოცნების საგარეო: ვიმედოვნებთ, 6-თვიან პერიოდში EU გადახედავს ყულევის დასანქცირებას
სასამართლომ ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმის საქმეში ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა
რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალი სანქციები გავლენას ახდენს საქართველოში არსებულ კრიპტოპლატფორმებზე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)