06:55 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-18 13:32:36, 1962 ნახვა

საზოგადოება
უგულავა: კანონი კი არაა შესაცვლელი, სალომე ზურაბიშვილია სასახლიდან გამოსაძევებელი

"კანონი კი არაა შესაცვლელი, სალომე ზურაბიშვილია სასახლიდან გამოსაძევებელი",- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი უგულავამ პრეზიდენტის მიერ ბოლო დროს მსჯავრდებულების შეწყალებასთან დაკავშირებით განაცხადა, რამაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. 

როგორც უგულავა Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, პრეზიდენტი მორატორიუმის გამოცხადებით თავის უუნარობას უსვამს ხაზს. 

„სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ შეწყალება "მისი სუბიექტური" გადაწყვეტილებაა. ალბათ, უნდოდა ეთქვა, რომ პრეზიდენტის აბსოლუტური დისკრეციაა. ამასთანავე, თქვა, რომ უუნაროა და შემიზღუდეთ ეს აბსოლუტური უფლებაო. პირიქითაა, შეწყალება უნდა იყოს აბსოლუტური დისკრეცია, უბრალოდ ეს დღეს აბსოლუტური იდიოტის ხელშია. კანონი კი არაა შესაცვლელი, სალომე ზურაბიშვილია სასახლიდან გამოსაძევებელი. შეუძლებელია! ათონელზე ზის "მაიმუნი გახსნილი ლიმონკით",- აღნიშნავს გიგი უგულავა და პრეზიდენტის იმპიჩმენტი მოითხოვა.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა პატიმრების შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა.

 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics