|
2019-09-17 10:21:18, 1525 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა
17-18 სექტემბერს აზერბაიჯანში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას ვიზიტი გაიმართება. ვიზიტის მიზანია ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი განვითარება და საქართველო-აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი კომისიის მორიგი სხდომის დღის წესრიგის მომზადება. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაშია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები დავით თვალაბეიშვილი და გენადი არველაძე, აგრეთვე "საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი დავით ფერაძე. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრ შაჰინ მუსტაფაევს შეხვდება და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს განიხილავს. ვიზიტის დროს დაგეგმილია შეხვედრები "აზერბაიჯანის" რკინიგზისა" და "სოკარის" ხელმძღვანელ პირებთან.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)