|
2019-09-16 15:25:17, 2193 ნახვა
რეგიონი
ქობულეთში პირველკლასელებს წითელი და ლურჯი ყელსახვევები გაუკეთეს
ქობულეთში, მესამე საჯარო სკოლაში, პირველკლასელებს, საზეიმო მიღების დროს, წითელი და ლურჯი ყელსახვევები დაურიგეს, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. როგორც აჭარის ტელევიზიას პირველი ბ კლასის პედაგოგმა განუცხადა, ბორდოსფერი და ლურჯი ყელსახვევების შეკერვის იდეა მას ეკუთვნის, საკუთარი ფინანსებით შეიძინა, გადაწყვეტილება კი, დირექციასთან არ შეუთანხმებია. მისივე მტკიცებით, მშობლებს ყელსახვევები არ გაუპროტესტებიათ და გამოყენა, რათა ბავშვები სხვებისგან გამოერჩია. „ასეთი წესი გვაქვს, ყველა მასწავლებელი მოსწავლეს საჩუქარს ახვედრებს. ჩემი პირველი ბ კლასია. ბავშვები სხვებისგან, რომ გამერჩია ამ მიზნით გადავწყვიტე ყელსახვევების გაკეთება. ამაში ჩემი ფული დავხარჯე და პირადი გადაწყვეტილებით გავაკეთე. სკოლის ადმინისტრაციასთან არ შემითანხმებია. ლურჯი ბიჭის ფერია, შინდისფერი კი გოგოს, ამიტომ შევარჩიე. სხვა კონტექსტი არ ქონია ამ ამბავს. მშობლებსაც არ გამოუთქვამთ პროტესტი“, - განაცხადა პედაგოგმა. აღსანიშნავია, რომ რომ წითელ და ლურჯ ყელსახვევებში პრობლემას ვერც დირექტორი ხედავს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)