22:01 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-16 11:05:51, 2392 ნახვა

სამართალი
ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მამაკაცი დაჭრეს

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე 50 წლამდე ასაკის მამაკაცი დაჭრეს.

არსებული ინფორმაციით, ინციდენტი  საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ სადარბაზოში, შელაპარაკებისას მოხდა.

მამაკაცს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც „ექსპრესნიუსს“  შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 19-108 და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

„დანაშაულის ჩამდენი პირი უკვე იდენტიფიცირებულია. მიმდინარეობს ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები“, - აცხადებენ შსს-ში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics