11:15 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-12 18:41:39, 638 ნახვა

საზოგადოება
ვაკის პარკში დამონტაჟებული მონიტორი გაითიშა

ვაკის პარკში დამონტაჟებული მონიტორი, სადაც გაყიდული და დარჩენილი ბილეთების შესახებ ინფორმაცია იყო განთავსებული, ამ დროისთვის გათიშულია.

შესაბამისად, უცნობია, კონკრეტულად რამდენი ბილეთია დარჩენილი. მონიტორი დაახლოებით ნახევარი საათის წინ გაითიშა.

ტექნიკური ჯგუფის ინფორმაციით, პრობლემის აღმოფხვრაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს.

ბოლო ინფორმაციით, დაახლოებით 8700 ბილეთია გაყიდული.

ამასთან, ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, სალაროები ბოლო ბილეთის გაყიდვამდე იმუშავებს.

უეფას სუპერთასის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დილის 9 საათიდან მიმდინარეობს. ამ დროისთვის პირველი კატეგორიის, 75 ლარიანი ყველა ბილეთი გაყიდულია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გულია: აფხაზეთს შეუძლია დღეში ათასი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიოს საქართველოს და 10 დღეში გაიმარჯვოს
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი - ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics