|
2019-09-06 15:03:33, 3927 ნახვა
რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძემ სამუშაო თათბირი გამართა
შუახევის მერმა, ფრიდონ ფუტკარაძემ მერიის სამსახურისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართა. შეხვედრაზე საჯარო სკოლებში, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებსა და სახელოვნებო სკოლაში, ახალი სასწავლო წლისთვის მზადების საკითხი განიხილეს. განხილვისას ყურადღება 2019 წლის ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების მიმდინარეობაზეც გამახვილდა. მიმდინარე წელს დაგეგმილი 75 ინფრასტრუქტურული ღონისძიებიდან 37 დასრულდა, ხოლო სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებულ პროექტებზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. თათბირზე აქცენტი დღის ცენტრის ამოქმედებასთან დაკავშირებულ საკითხებზე გაკეთდა. იმსჯელეს უმწეო ოჯახებისთვის სახლების შესყიდვისა და თუნუქის სახურავის შეძენის მიზნობრივი პროგრამების, ასევე, 2019-2020 წლების შემოდგომა - ზამთრის სეზონის სამზადისზე.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)