|
2019-09-06 14:14:32, 3063 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე: ქედაში სოციალურ სახლს ვაშენებთ
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საქართველოს პარლამენტის მაჟორიტართან ანზორ ბოლქვაძესთან, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაურთან და ქედის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად სოფელ პირველ მაისში მრავალბინიანი სოციალური სახლის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო. „ინფრასტრუქტურის მიმართულებით ქედაში გვაქვს ძალიან კარგი შედეგები. დღეს დავათვალიერეთ სოციალური სახლის მშენებლობა. სახელმწიფო ბინებით უზურნველყოფს იმ ოჯახებს, რომლებიც წლების განმავლობაში ვერ ახერხებდნენ საცხოვრისის ქონას." - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. სოციალური სახლი საცხოვრისით დააკმაყოფილებს 20 ოჯახს. მათ შორის იმ ოჯახებს სოფელ აგარაში, რომლებიც გეოლოგიური დასკვნის თანახმად, ქვათაცვენის გამო გასახლებას ექვემდებარებოდნენ. პროექტი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება სოფლებში მოსახლეობის შესანარჩუნებლად.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)