00:09 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-05 10:37:19, 833 ნახვა

რეგიონი
შუახევში ფესტივალი „კერამიკის ალქიმია“ იმართება

ბათუმში საერთაშორისო ფესტივალი ,,კერამიკის ალქიმია“ გაიხსნა. ფესტივალი საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევით და კულტურული ტურიზმის განმავითარებელ აქტივობებს მოიცავს. ფესტივალში წელს მონაწილეობას ღებულობს ქართველი, თურქი და ლატვიელი 12 კერამიკოსი და 10 სტუდენტი.

„კერამიკის ალქიმიის“ ფარგლებში ფესტივალის მონაწილები ტურისტებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ბრილის თიხის კარიერს ეწვიენ.

ფესტივალში მონაწილეებმა ადგილზე მოიპოვეს თიხა და დაამუშავეს, გამოძერწეს ნაკეთობები, იქვე კარიერზე ღია ცის ქვეშ ჩატარდა ნაკეთობების გამოწვაც. დაიგეგმა საჯარო ლექცია ბრილის თიხის თვისებებისა და ქიმიური კვლევების შედეგების გაცნობის თემაზე.

ბრილის კარიერის შესწავლა გასული წელს ფესტივალის ფარგლებში დაიწყო. ჩატარდა სამუშაოები და მნიშვნელოვანი დასკვნებიც დაიდო. როგორც სამეცნიერო კვლევებმა დაადასტურა სამშენებლო კერამიკისთვის ბრილის თიხა ვარგისია და ყველანაირი პირობა არსებობს საიმისოდ, რომ უახლოეს მომავალში ბრილში დაიგეგმოს კერამიკული ტურები და განვითარდეს კულტურული ტურიზმი.

ფეტივალი ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით იმართება, რომლის მიზანი ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნების, კულტურის პოპულარიზაცია, ტურიზმისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარება წარმოადგენს.


 

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics