|
2019-09-04 16:13:50, 1307 ნახვა
პოლიტიკა
ქანთარია: ვფიქრობ, რომ ოპოზიციის გარეშეც პარლამენტში საქმიანი საუბარი მიმდინარეობს
„ვფიქრობ, რომ ოპოზიციის გარეშეც საქმიანი საუბარი მიმდინარეობს“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია საპარლამენტო ოპოზიციის მიერ მინისტრობის კანდიდატების საკომიტეტო მოსმენებზე ბოიკოტის გამოცხადებას. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ოპოზიციის მიზანი წიოკის შექმნაა. „ტყუილად არ ესწრებიან მე მგონი, ეს მათი უფლებაა. მათ გარეშეც ვფიქრობ, მიმდინარეობს საკმაოდ საქმიანი საუბარი და ეს რა თქმა უნდა, ხელს არ შეუშლის ახალი მინისტრთა დამტკიცების პროცესს არავითარ შემთხვევაში. ვფიქრობ, ამით ისინი ძალიან ბევრს კარგავენ და კარგავენ თავიანთ ელექტორატსაც, იმიტომ რომ მათ შეეძლოთ თავიანთი კითხვებით გაეღრმავებინათ პოზიცია და არა მხოლოდ წიოკის დამდგმელებად მოგვევლინონ“, - აღნიშნა ნუკრი ქანთარიამ.
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)