|
2019-08-29 14:53:24, 1484 ნახვა
საზოგადოება
თბილისის N21 ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა
თბილისის N21 საბავშვო ბაგა-ბაღში მასშტაბური სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდა. სამუშაოების დაწყებამდე, ნაძალადევის რაიონში მდებარე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ერთი ფლიგელი სრულიად ამორტიზებული და საგანმანათლებლო პროცესის წარმართვისთვის გამოუსადეგარი იყო. ბაღის რეაბილიტაცია წლის დასაწყისში დაიწყო - მოხდა ავარიული კედლების დემონტაჟი, გამაგრება, შეიცვალა ყველა საჭირო კომუნიკაცია და ჩატარდა შიდა რემონტი. პარალელურად, სარემონტო სამუშაოები ჩატარდა ბაღის მოქმედ შენობაში. დასრულებული სამუშაოები თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ რაიონის გამგებელს, ირაკლი ხელაძესა და საკრებულოს კულტურისა და განათლების კომისიის თავმჯდომარეს, თამარ ტალიაშვილს გააცნო. „ამ შენობაში უმძიმესი მდგომარეობა იყო - სრულიად განადგურებული დერეფნები და ჯგუფები, დაზიანებული სახურავი და უფუნქციო ტერიტორია. პროექტის ფარგლებში, ასევე, ბაღის ტერიტორიაზე აშენდა დამოუკიდებელი შენობები ტექნიკური უზრუნველყოფისთვის, მოეწყო სრულიად ახალი სამზარეულო. ასევე, ბაღში შევიტანეთ ახალი ავეჯი და სხვა აუცილებელი ინვენტარი. ბაღის რეაბილიტაციის პროექტში 500 000 ლარზე მეტი დაიხარჯა“, - განაცხადა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა. განახლებული N21 ბაგა-ბაღი ფუნქციონირებას სექტემბრიდან განაახლებს და უკვე ახალ სააღმზრდელო წელს ბავშვებს თანამედროვე, კეთილმოწყობილი საბავშვო ბაღი დახვდებათ. შენობის დაზიანებული ფლიგელის რეაბილიტაციის შედეგად, ბაღს ორი ახალი სააღმზრდელო ჯგუფი, ღონისძიებების დარბაზი და აქტივობების ჩასატარებელი ორი ღია ვერანდა შეემატა. მსგავსი სივრცეები ბაგა-ბაღს მანამდე არ ჰქონია.
(NS)
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)