22:36 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-27 17:54:52, 1980 ნახვა

საზოგადოება
საქალაქო სასამართლოსთან #სირცხვილიას აქცია იმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ანტისაოკუპაციო აქცია #სირცხვილიას აქცია იმართება.

დემონსტრანტები სასამართლოს გადაწყვეტილებას, 20 ივნისის საქმეზე დაკავებული 7 პირი პატიმრობაში დატოვებას აპროტესტებენ.

ამასთან, აქციის მონაწილეებს ადგილზე ბანერები აქვთ მიტანილი.

მათი განცხადებით, მოსამართლემ პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა, „ტვ  პირველის“ მფლობელის მამის, ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის მიმართ 500 000-ლარიანი გირაოს შეფარდების დროსაც.

„მოსამართლეებს და პროკურორებს პოლიტიკური დაკვეთების შესრულება უწევთ. დღეს რამდენიმე სასამართლო იყო ასეთი, ერთ-ერთი ჭუტა წერეთლის, „ტვ პირველზე“ ზეწოლა ხორციელდება ამ კუთხით, ასევე ზეწოლა არის ყველა იმ ადამიანზე და ყველა იმ ადამიანის ოჯახის წევრზე, რომლებიც 20 ივნისის ღამის გამო არიან დაკავებულები. სირცხვილია, მოსამართლე, რომელიც სათათბიროდ არც გავიდა და ეგრევე მიიღო გადაწყვეტილება და ესმოდა პროკურორების ხმა რას ლაპარაკობდნენ. სირცხვილია, როდესაც სასამართლო პროკურატურისა და ბიძინა ივანიშვილის დაკვეთას ასრულებს“, - აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.

აღსანიშნავია, რომ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე 20 ივნისის დროს დაკავებულების საქმეზე, დაცვის მხარემ გირაოს შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მოსამართლე ლევან გელოვანმა არ დააკმაყოფილა.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics