|
2019-08-27 17:27:30, 3629 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა: ფრანგმა მეწარმეებმა საქართველოში ბიზნესის კეთებისა კუთხით დიდი ინტერესი გამოხატეს
„ჩვენ დაინტერესებული ვართ, საქართველოში მეტი ფრანგი ინვესტორი შემოვიდეს და მეტი ფრანგული ბიზნესი იყოს წარმოდგენილი, ამიტომ უმსხვილესი ფრანგული გაერთიანება MEDEF INTERNATIONAL -ის მიერ ორგანიზებული დღევანდელი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში, უმსხვილეს ბიზნესგაერთიანება MEDEF INTERNATIONAL-ის პრეზიდენტთან და ფრანგ მეწარმეებთან სამუშაო შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. შეხვედრისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს. ქართულმა მხარემ ფრანგული ბიზნესწრეების წარმომადგენლებს ახალი შესაძლებლობები გააცნო ინვესტიციების განხორციელების მიმართულებით. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, დღევანდელი შეხვედრა საკმაოდ წარმომადგენლობითი იყო და მნიშვნელოვანია, რომ ფრანგმა მეწარმეებმა დიდი ინტერესი გამოხატეს საქართველოში ბიზნესის კეთების, ქვეყანაში პარტნიორების მოძიებისა და არსებული ახალი შესაძლებლობების ათვისების კუთხით. „მათ შორის დაინტერესებული არიან საინჟინრო კომპანიები, რადგან ეს მიმართულება მაღალ დონეზეა განვითარებული საფრანგეთში. მათ აქვთ სურვილი მიიღონ მონაწილეობა ჩვენს ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ენერგეტიკის, ტრანსპორტის სექტორში. ასევე დაინტერესებული არიან მთის კურორტების განვითარებით, რადგან საფრანგეთში ამის უდიდესი კულტურა არსებობს და ჩვენ გავაცანით ის ახალი განვითარება, რაც ამ მიმართულებით გვაქვს, იგივე ზამთრის ჩემპიონატის კუთხით. ვისაუბრეთ იმ ინფრასტრუქტურაზე, რაც უნდა აშენდეს და ისინი სიამოვნებით შემოვლენ ამ მიმართულებით და დაგვეხმარებიან", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)