18:42 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-27 10:37:04, 3912 ნახვა

მსოფლიო
ამაზონის ტყეებში ხანძრის გამო ბრაზილიამ ელჩები შვებულებიდან დააბრუნა

ბრაზილიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საკუთარი ელჩები შვებულებიდან დააბრუნა, რათა ამაზონის ტყეებში მძვინვარე ხანძრების გამო, სხვა ქვეყნების მხრიდან გამოთქმულ კრიტიკაზე დიპლომატიური პასუხი გასცეს, - ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ორ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, უწყებამ ელჩებს მოუწოდა უახლოეს 2 კვირაში შვებულებაში არ გავიდნენ. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ელჩი უკვე იყო შვებულებაში გასული, ამიტომ მათ, დაბრუნება მოუწიათ. გარდა ამისა, საელჩოებს დაევალათ, სოციალური მედიის გვერდებზე განათავსონ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ხანძრები ამაზონის ტყეებში ყოველწლიურად ხდება და რომ წლევანდელი ხანძრები კონტროლს ექვემდებარება.

მედიის ცნობით, განკარგულება ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ერნესტო არაიუჟომ ქვეყნის პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუსთან გამართული საგანგებო შეხვედრის შემდეგ გასცა. 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
საია: ხოშტარია პოლიტპატიმარია, მისთვის ადეკვატური მკურნალობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი
ოპოზიციონერ ზვიად კუპრავას სასამართლომ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
ხოშტარია - არ არსებობს მდგომარეობა, როდესაც რომელიმე „ქოცი“, ბიძინა ივანიშვილით დაწყებული პატარა ზარქუათი დამთავრებული მსხვერპლის როლში დამინახავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics