|
2015-07-10 12:07:07, 1957 ნახვა
კომენტარი
ირაკლი ღარიბაშვილი: ოლიმპიადის პერიოდში თბილისი სპორტის ევროპულ დედაქალაქად იქცევა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ოლიმპიადის პერიოდში თბილისი სპორტის ევროპულ დედაქალაქად იქცევა. ამის შესახებ ღარიბაშვილმა „ახალი თბილისის“ გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ოლიმპური ფესტივალის საქართველოში ჩატარება ქვეყნის და ქალაქის წარმოჩენისთვის უნიკალური შესაძლებლობაა. „მინდა ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე. ვინაიდან ჩვენ დღეს ოფიციალურად გავხსენით ახალი თბილისი, მოგეხსენებათ სულ რაღაც 16 დღეში ჩვენი ქვეყანა და დედაქალაქი უმასპინძლებს ევროპის მეცამეტე ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს. ეს არის რა თქმა უნდა უდიდესი დღესასწაული ყველასთავის. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქალაქის წარმოჩენისთვის. თბილისი უმასპინძლებს საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებას. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო დიდი სპორტული ტრადიციების ქვეყანაა და ჩვენ მსოფლიოში სახელგანთქმული სპორტსმენები გვყავს. ასეთი წარმომადგენლობითი საერთაშორისო წარმომადგენლობითი სპორტული ღონისძიება არ ჩატარებულა მანამდე. წელს თბილისი ევროპის 50-მდე ქვეყნის 4000 სპორტსმენს უმასპინძლებს. ოლიმპიადის პერიოდში იქცევა სპორტის ევროპულ დედაქალაქად. მთელი სპორტული სამყაროს ყურადღება ჩვენკენ იქნება მოქცეული. მთელი ქალაქის მასშტაბით მთავრდება მზადება ოლიმპიური თამაშებისთვის. დღეს უკვე როგორც ვახსენეთ, ახალი თბილისის ტერიტორიაზე, სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის აშენდა 4 სპორტული ობიექტი, ეს არის ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზი, ტანვარჯიშის არენა, ფრენბურთის დარბაზი და მძლეოსნობის ახალი სტადიონი. ჩვენს ქვეყანაში არის პირველი სპორტული კომპლესი, რომელიც აერთიანებს რამდენიმე არენას. ასევე ძალიან მნიშველოვანია, რომ ერთ სივრცეში მოქცეული არენები ქართველ და უცხოელ სპორტსმენებს მისცემს სრულფასოვანი მზადების საშუალებას, განთავსდენენ, ივარჯიშონ და მოამზადონ“,-აღნიშნა ღარიბაშვილმა. პრემიერის განცხადებით, „ახალ თბილისში“ აშენებული კომპლექსი მნიშვნელოვანია განაცხადია ქართული სპორტისთვის და სრულად პასუხობს ტანამედროვე სტანდარტებს. „ახალი თბილისის“ სპორტული კომპლექსი სრულად პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს, და მაქსიმალურ კომფორს უქმნის როგორც თბილისი 2015 მონაწილეებს. თავისი არქიტექტურით და შინაარსით ეს კომპლექსი მნიშვნელოვანი განაცხადი არის და წარმატებული ნაბიჯი ქართული სპორტისთვის“,-განაცხადა პრემიერმა. ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, „ახალი თბილისის“ მიმდებარე ტერიტორიას მზარდი ეკონომიკური პოტენციალი აქვს. „მიმდებარე ტერიტორიის ეკონომიკური პოტენციალი არის საოცრად მზარდი. ამ ახალი ტერიტორიის განაშენიანება იძლევა ქალაქის მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების პერსპექტივას. ეს არის ეკოლოგიურად სუფთა უბანი, რაც კიდევ ერთ დამატებით მოტივაციას უქმნის კერძო ინვესტორებს. ოლიმპიადისთვბის აშენებული სპორტული კომპექსები და ინფრასტრუქტურა სრულად გვაძლევს არამარტო ღირსეულად დავხვდეთ ჩვენს სტუმრებს, არამედ მომავალში უზრუნველვყოთ საერთაშორისო ტურნირების გამართვა ჩვენს ქვეყანაში“, -აღნიშნა ღარიბაშვილმა. პრემიერმა მადლობა გადაუხადა ევროპის ოლიპპიურ კომიტეტს, თბილისის მერიას და სპორტის სამინისტროს.
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ირანს 300 მილიონ დოლარს არ გადაუხდის
პაველ დუროვი - თუ სოციალური მედია აიკრძალება, მოზარდები იძულებულნი იქნებიან VPN-ებზე გადავიდნენ
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო მიიჩნევს, რომ ირანი ბირთვულ დათმობებზე არ წავა
„ტატნეფტის“ უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობას წყვეტს
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)