21:32 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-23 16:48:34, 1384 ნახვა

საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ცენტრი, მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის გამო, რეკომენდაციებს იძლევა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ, საქართველოში მოსალოდნელი ცხელი ამინდების გამო რეკომენდაციები გასცა.

გამყრელიძის თქმით, ასეთ ამინდებში განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფს მცირეწლოვანი ბავშვები, 75 წელს გადაცილებული და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები მიეკუთვნებიან.

„ვიყოთ სიგრილეში ამ დროს, თავი მოვარიდოთ სიცხეს, არ ვიაროთ მაღალი ტემპერატურის დროს გარეთ, თუ ეს განსაკუთრებულ აუცილებლობას არ წარმოადგენს. თუ ეს აუცილებლობაა, დაფარული გვქონდეს ტანის და, განსაკუთრებით, თავის ნაწილი ღია ფერის ტანსაცმლით. სისტემატურად მივიღოთ დიდი რაოდენობით სითხე და ვეცადოთ, რომ ხშირად გავგრილდეთ, ანუ, მივიღოთ შხაპი რაც შეიძლება ხშირად“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადების კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციით, დღის განმავლობაში ოთახში ტემპერატურა 32-ს, ხოლო ღამით - 24 გრადუსს არ უნდა აღემატებოდეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics