|
2019-08-22 15:15:02, 782 ნახვა
რეგიონი
ლევან დავითაშვილი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობას შეხვდა
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანის, ზემო და ქვემო ალვანისა და ბაბანეულის მოსახლეობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი შეხვდა. შეხვედრაზე ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივებს განხორციელებული და დაგეგმილი სახელმწიფო პროექტების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. მოსახლეობამ ძირითადად სასმელი წყლისა და სარწყავი სისტემის მოგვარების, მიწის რეგისტრაციის, აგროდაზღვევისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მოწესრიგების საკითხები დააყენა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა კი აღნიშნეს, რომ არსებული საჭიროებების მოგვარებისთვის თანხები მომავალი წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული. "მოსახლეობასთან შეხვედრები მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს. ამ შეხვედრებზე ვიღებთ ინფორმაციას მათი საჭიროებების შესახებ, რაც ძალიან დაეხმარება საბიუჯეტო პროცესს, რადგან ბიუჯეტის დაგეგმვისას მნიშვნელოვანია მოსახლეობის მოთხოვნების გათვალისწინება. ასევე ვაწვდით დეტალურ ინფორმაციას ჩვენს გეგმებსა და პროგრამებზე. დღევანდელ შეხვედრაზე მოვისმინეთ მოქალაქეებისგან იმ საკითხებზე ინფორმაცია, რომელიც ეხებოდა როგორც სოფლის მეურნეობას ასევე გარემოს დაცვის მიმართულებას“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. მოქალაქეები მომავალი რთველის ჩატარების საკითხითაც დაინტერესდნენ და კონკრეტული პასუხები უშუალოდ მინისტრისგან მიიღეს. შეხვედრას თელავი-ყვარელის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი, თელავი-ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაულის და ახმეტის მერი იოსებ ქარუმაშვილი ესწრებოდნენ. მსგავსი ტიპის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.
(NS)
თსსუ-ს საუნივერსიტეტო კლინიკიდან ვარდნის შედეგად ქალი დაიღუპა
ექიმი: ელენე ხოშტარიას აქვს ძლიერი ტკივილები, კვლევები მულტიპროფილურ კლინიკაში უნდა ჩაუტარდეს
უკრაინამ ევროკავშირის €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტიდან პირველი €3.2 მილიარდი მიიღო
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)