19:17 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-19 11:06:21, 887 ნახვა

რეგიონი
სოფელ ნიგვზიანში ავარიისას დაშავებული ორი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა

გურიაში, სოფელ ნიგვზიანთან მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 12 წლის მოზარდი ლანჩხუთის „მედალფას“ კლინიკიდან ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცნის ცენტრში, ხოლო 49 წლის ქალი კი, რეგიონალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ბ შპს „მედალფას“ დირექტორის რევაზ კვერენჩხილაძის განცხადებით, სამ დაშავებულს მედიკოსებმა შესაბამისი დახმარება აღმოუჩინეს და ისინი კლინიკიდან გაწერეს.

„ორი უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი პაციენტი, მათ შორის,12 წლის მოზარდი დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცნის ცენტრში, ხოლო 49 წლის ქალბატონი, რეგიონალურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ერთს ჰქონდა ხელი მოტეხილი. ყველას აღმოვუჩინეთ დახმარება და გავწერეთ კლინიკიდან“, – განაცხადა შპს ,,მედალფას” ლანჩხუთის კლინიკის დირექტორმა.

რაც შეეხება, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ კიდევ სამ პირს, ისინი ფოთის ჰოსპიტალში იყვნენ მოთავსებული, თუმცა არსებული ინფორმაციით, პაციენტები სხვა კლინიკებში გადაიყვანეს.

 

ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ევროკავშირის €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტიდან პირველი €3.2 მილიარდი მიიღო
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics