|
2019-08-17 14:11:07, 2410 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა - Fitch-ის რეიტინგზე დადებითი გავლენა მაკროეკონომიკურმა გარემომ მოახდინა
სარეიტინგო კომპანიამ "Fitch" - მა საქართველოს გაუმჯობესებული საკრედიტო რეიტინგი ძალაში დატოვა. 2019 წლის დასაწყისში საქართველოს სუვერენული რეიტინგი გაუმჯობესდა „BB-"-დან „BB"-მდე, ხოლო პერსპექტივა სტაბილურად შეფასდა. მორიგი მონიტორინგის შემდეგ "Fitch" - მა რეიტინგი ძალაში დატოვა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ეს ძალიან დიდი მიღწევაა და ადასტურებს იმას, რომ ქვეყნის საინვესტიციო გარემო მიმზიდველია. მინისტრის განცხადებით, "Fitch" - ის რეიტინგზე ასევე დადებითი გავლენა მოახდინა საქართველოს მაკროეკონომიკურმა გარემომ, აგრეთვე საგადამხდელო ბალანსის მკვეთრმა გაუმჯობესებამ და ეფექტურმა მმართველობამ. სარეიტინგო კომპანიის მიერ დღეს გამოქვეყნებული რელიზის თანახმად, რეიტინგის უცვლელად შენარჩუნება განაპირობა საქართველოში მმართველობის მაღალმა ხარისხმა, მიმზიდველმა საინვესტიციო და ბიზნესგარემომ და რეგიონული შოკებისადმი მდგრადობის შენარჩუნებამ. ამასთან, სარეიტინგო კომპანია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა მხარდაჭერილია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკისადმი ნდობას.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)