|
2019-08-16 16:16:52, 1055 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი „პროფესიული მომზადება–გადამზადების სახელმწიფო პროგრამაში“ ჩართულ მხარეებს შეხვდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება–გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამაში“ ჩართულ მხარეებს შეხვდა. ჯანდაცვის მინისტრმა კერძო სექტორისგან მოისმინა ხედვები მათი ბიზნესისათვის საჭირო კვალიფიციური კადრების მომზადების აუცილებლობაზე. შეხვედრის მონაწილეებს შორის გაიმართა დისკუსია შრომის ბაზრის მოთხოვნად პროფესიებში სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების საკითხებზე. საუბარი შეეხო პროფესიული სასწავლებლების განსაკუთრებულ როლსა და მნიშვნელობას დასაქმების სახელმწიფო პროგრამების განხორციელების საქმეში, იმსჯელეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზეც. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაკიძე . შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო და კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელები და დამსაქმებლები, რომლებმაც ამ პროგრამის ფარგლებში დაასაქმეს მომზადება-გადამზადების მოკლევადიანი სწავლების კურსდამთავრებულები. ეკატერინე ტიკარაძე იმ ბენეფიციარებსაც გაესაუბრა, ვინც, სწორედ ამ პროგრამის ხელშეწყობით დასაქმდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)