17:18 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-15 10:32:15, 789 ნახვა

საზოგადოება
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ და „თიბისი ლიზინგი“ მომხმარებელს ერთობლივ აქციას სთავაზობენ

ტოიოტა ცენტრი თეგეტა და თიბისი ლიზინგი ტოიოტას ერთგულ მომხმარებლებს ავტომობილების შეძენის საუკეთესო პირობებს სთავაზობენ. აქციის ფარგლებში ახალი ავტომობილის შეძენა შეგიძლიათ ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით, პირველადი შენატანი გახლავთ მხოლოდ 10%-ი და ამასთანავე 3 წლის განმავლობაში უფასოდ ისარგებლებთ გეგმიური ავტოსერვისის მომსახურებით.

მომხმარებელს აგრეთვე შეუძლია გაცვალოს მისი კუთვნილი ნებისმიერი მარკისა და მოდელის ავტომობილი საბაზრო ღირებულებით, თუ ის 2007 წლიდან არის გამოშვებული, აქვს არაუმეტეს 300 000 კმ. გარბენი და სხვაობის დამატებით გაიყვანოს მისთვის სასურველი მოდელის ახალი ტოიოტა. ჩაბარებული ავტომობილის საფასურს თიბისი ლიზინგი მომხმარებელს ჩაუთვლის თანამონაწილეობის თანხად, ხოლო დარჩენილ ნაწილზე გაკეთდება სესხი, ზემოთ აღნიშნული სააქციო პირობების გათვალისწინებით. შეთავაზებები ძალაშია 30 სექტემბრის ჩათვლით.

ამასთანავე ტოიოტა ცენტრი თეგეტაში შეძენილ ჰიბრიდულ ძრავზე მომუშავე ავტომობილის ყველა მფლობელს გადაეცემა „მწვანე ბარათი“, რომლის მეშვეობითაც ისინი გახდებიან ტოიოტას მწვანე გზის კლუბის წევრები. რაც გულისხმობს, რომ ყოველ გავლილ 2 000 კმ-ზე, „აჯამეთის“ ტყე-პარკში მათ სახელზე დაირგვება 1 ასწლოვანი მუხა, რომელიც გადაშენების პირასაა. ასევე გადაეცემათ გამწვანების ვაუჩერი, რომლის საშუალებითაც შეუძლიათ შეარჩიონ სასურველი მცენარე სახლის ან ეზოს გასამწვანებლად. შემოუერთდით ტოიოტა თეგეტას CSR კამპანიას და ერთად ვიზრუნოთ გარემოზე.

 

 

 

(R)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: ნაურუს მიერ მიღებული გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ, საქართველოს არაღიარების პოლიტიკის მნიშვნელოვანი გამარჯვებაა
საქართველოს ბანკის ფინანსური განათლების ეკოსისტემა - ინიციატივა, რომელიც ფინანსურ განათლებას ყველა თაობისთვის ხელმისაწვდომს ხდის
დუროვმა რუსეთში ტერორიზმის ხელშეწყობაში ბრალს ფოტოთი უპასუხა
ბერძენიშვილი: საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს არ აქვთ უფლება, სოციალურ მედიაში საკუთარი აზრი გამოხატონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics