03:11 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-09 11:51:33, 1149 ნახვა

კომენტარი
სუბარი: სააკაშვილს ეშინია და ცდილობს, ისე დახატოს სიტუაცია, თითქოს ჰააგაში ქართველ ჯარისკაცებს რაღაც ემუქრებათ

სააკაშვილს რაღაცის ეშინია და ცდილობს, ისე დახატოს სიტუაცია, თითქოს ჰააგაში ქართველ ჯარისკაცებს რაღაც ემუქრებათ, სინამდვილეში სასამართლო განაჩენი რეალურად ოკუპანტისთვის იქნება და ამას ყველაზე კარგად რუსეთი ხედავს,- ამის შესახებ რეგიონული მართვის მიმართულების ხელმძღვანელმა სოზარ სუბარმა ტელეკომპანია ,,იმედის“ ეთერში განაცხადა.

სუბარმა ომის წინ, 2008 წლის ომის დღეებში და მის შემდეგ მიმდინარე პროცესებს "მოღალატეობრივი პოლიტიკა" უწოდა და აღნიშნა რომ ევროსაბჭოს 2 ოქტომბრის რეზოლუციის მხარდაჭერით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დელეგაციამ გამოაცხადა, თითქოს საქართველო დამნაშავე იყო ომის დაწყებაში  - "ეს არის ჩვეულებრივი ღალატის ანატომია".

მისი თქმით, სააკაშვილს რაღაცის ეშინია და ცდილობს ისე დახატოს სიტუაცია, თითქოს ჰააგაში ქართველ ჯარისკაცებს რაღაც ემუქრებათ.

„სინამდვილეში არის პირიქით. ეს სასამართლო იქნება განაჩენი რეალურად ოკუპანტისთვის და ამას ყველაზე კარგად რუსეთი ხედავს. ქართველ ჯარისკაცებს რომ არაფრის შიში არ უნდა ჰქონდეთ, ცხადია, იმიტომ, რომ ისინი იცავდნენ თავის სამშობლოს და მათი გამართლება იქნება სწორედ ამ სასამართლოს გადაწყვეტილება“, - აღნიშნა სუბარმა.

მისივე განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ და სააკაშვილის ყველაზე დიდი დანაშაული, ყველაზე მოღალატეობრივი საქციელი ქართველი ხალხის წინაშე 2008 წლის აგვისტოა და ამ ღალატის შემადგენელი ნაწილია, თუ როგორ მიატოვეს ხალხი.

მან გაიხსენა, როგორ გავიდა სამხედრო შენაერთი ყველანაირი სროლის გარეშე კოდორის ხეობიდან იმ დროს, როცა მოსახლეობას დარჩენისკენ მოუწოდებდნენ. სუბარის თქმით, პირადად გააფრთხილა კოდორში ყველა ნაცნობი, დაეტოვებინათ ხეობა.

„რომ არა ეს გაფრთხილება, მსხვერპლი იქნებოდა გაცილებით დიდი  და ასე  მოხდა დიდი ლიახვის ხეობაში, საიდანაც მოსახლეობის არათუ გამოყვანა, არც კი გაუფრთხილებიათ“, - განაცხადა სუბარმა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics