|
2019-08-07 15:33:13, 883 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია დადიანის ქუჩისა და თამარ მეფის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის საკითხს განიხილავს
თბილისის მერია ცოტნე დადიანის ქუჩისა და თამარ მეფის გამზირის დამაკავშირებელი დამატებითი ერთდონიანი გზის მშენებლობის საკითხს განიხილავს. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, შესაბამისი კვლევები აჩვენებს, რამდენად შესაძლებელი იქნება აღნიშნული პროექტის განხორციელება. „ჩვენ განვიხილავთ ცოტნე დადიანის ქუჩისა და თამარ მეფის გამზირის ერთმანეთთან დაკავშირების საკითხს. იცით, რომ ფრანგული კომპანია „სისტრა“ გვეთანამშრომლება, რათა დედაქალაქში მოწესრიგებული იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მარშრუტების მიმართულება. მათ მოგცეს პროექტის სახით დასამუშავებლად, რამდენად შესაძლებელი იქნება მისი განხორციელება. მინდა, დავავალო ჩემს მოადგილე ირაკლი ბენდელიანს, დაიწყეთ მუშაობა, თუ არის შესაძლებელი ამ პროექტის განხორციელება, რომ დადიანის ქუჩა დავაკავშიროთ თამარ მეფის გამზირთან. შესაბამისად, სატრანსპორტო ნაკადები გადმოვა თამარ მეფის ხიდზე. ამჟამად, ცოტნე დადიანის ქუჩიდან თამარ მეფის გამზირის მიმართულებით პირდაპირი სატრანსპორტო კავშირი არ არსებობს და ვფიქრობთ, ამ გზის მშენებლობა ძალიან მნიშვნელობა იქნება. ალბათ ერთდონიანი პანდუსის პროექტი უნდა განხორციელდეს. ვნახოთ, თუ კვლევები მოგვცემს ამის შესაძლებლობას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
(NS)
კობახიძემ თინათინ რუხაძის და მისი მოადგილის გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოსცა
სუს-მა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების სამი წევრი დააკა
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)