|
2019-08-07 14:42:50, 682 ნახვა
საზოგადოება
2 პირის გაუპატიურების მცდელობაში ბრალდებულს 6-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორი პირის მიმართ გაუპატიურების მცდელობის ჩადენაში ბრალდებული კ.ხ. დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 2 იანვარს, დაახლოებით 20:30 საათზე, ქ.თბილისში კ.ხ. ძალადობისა და მუქარის გამოყენებით ორი ქალის გაუპატიურებას შეეცადა. „იგი ჯერ ლ.მ.-ს დაესხა თავს, კისერზე მოუჭირა ხელი და სიცოცხლის მოსპობის მუქარით მის გაუპატიურებას შეეცადა. დაზარალებულის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევისა და გამვლელი მოქალაქეების გამოჩენის გამო კ.ხ.-მ განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო. აღნიშნულის შემდეგ, კ.ხ. იგივე განზრახვით ნ.შ.-ს დაესხა თავს. ყელზე მოუჭირა ხელი, ძალის გამოყენებით შეიყვანა გამწვანების ზოლში, ყელზე მიაბჯინა დაუდგენელი საგანი და სიცოცხლის მოსპობის მუქარით სქესობრივი კავშირის დამყარება მოითხოვა. დაზარალებულის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის და გამვლელი მოქალაქეების გამოჩენის გამო კ.ხ.-მ განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა კ.ხ. დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე წუთში ქ.თბილისში დააკავეს. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა პროკურატურამ მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19.137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (გაუპატიურების მცდელობა; 2 ეპიზოდი) წარუდგინა. კ.ხ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ კ.ხ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
კობახიძემ თინათინ რუხაძის და მისი მოადგილის გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოსცა
სუს-მა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების სამი წევრი დააკა
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)