16:02 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-06 19:46:07, 842 ნახვა

რეგიონი
ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა ბოხუა თეთრიწყაროს მოსახლეობას შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა ბოხუა საკანონმდებლო, ცენტრალური, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს შეხვდა.

მინისტრის პირველმა მოადგილემ ადგილობრივ მოსახლეობას ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი სიახლეების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. დეტალურად ისაუბრა C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის, სასწრაფო გადაუდებელი დახმარებისა და სამედიცინო ტრანსპორტირების, პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერების და საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის და სხვა სახელმწიფო პროგრამებზე.

ზაზა ბოხუას თქმით, 2019 წლის ბოლობდე ქვემო ქართლის რეგიონში დაგეგმილია 33 სოფლის ამბულატორიის რეაბილიტაცია და 9 ახალი ამბულატორიის აშენება. ხოლო სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის რაიონული სამსახურებისათვის - 13 ახალი თანამედროვე სტანდარტების მიხედვით ოფისების მშენებლობა. ასევე იგეგემება პირველადი ჯანდაცვის და სოფლის ექიმების გადამზადება.

ქვემო ქართლში მოსახლეობასთან შეხვედრებს სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი გოდერძი ჩანქსელიანი და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი ესწრებოდნენ. მათ სოფელ ასურეთის, ენაგეთისა და შავსაყდარის მოსახლეობის საჭიროებები ადგილზე ერთობლივად განიხილეს.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics