14:20 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-05 11:08:36, 944 ნახვა

საზოგადოება
ივლისში ტურისტული ვიზიტები 1%-ით გაიზარდა

"ივლისში საქართველოში 1,099,474 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 5.8%-ით აღემატება", - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

ქვრივიშვილის ინფორმაციით, უშუალოდ ივლისის თვეში ტურისტული ვიზიტები 1%-ით გაიზარდა.

მისივე ინფორმაციით, იანვარი-ივლისის თვის მონაცემებით ჯამურად საქართველოში ტურიზმის ინდუსტრია საერთაშორისო მოგზაურობის მიმართულებით გაიზარდა 7.8 %-ით, საერთაშორისო ვიზიტორები გაიზარდა 7%-ით და უშუალოდ ტურისტული ვიზიტები გაზრდილია 8%-ით. 

"უშუალოდ ივლისის თვეში, ჯამურად, საერთაშორისო ვიზიტორები გაზრდილია 4.5%-ით, ტურისტულ ვიზიტებში გვაქვს 1%-იანი ზრდა. ჩვენ გათვლა გვქონდა, რომ აღნიშნული თვე იქნებოდა ყველაზე მოწინავე და რეკორდული, თუმცა ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ასე მოხდა. ჩვენ შევეცადეთ მინიმუმამდე დაგვეყვანა ის ზარალი, რომელიც შესაძლებელი იყო, რომ ჩვენს ქვეყანას მიეღო. ყველაფრის მიუხედავად ჩვენ, როგორც ქვეყანა ვინარჩუნებთ პოზიტიურ ზრდის ტემპს, თუმცა შემცირებულს", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძემ თინათინ რუხაძის და მისი მოადგილის გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოსცა
სუს-მა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების სამი წევრი დააკა
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics