|
2019-08-04 11:55:38, 1701 ნახვა
ეკონომიკა
ფრეგოს სადგურებზე, რომლის დამფუძნებლები დააკავეს, საწვავის გაყიდვა შეჩერებულია
კომპანია ფრეგოს სადგურებზე, რომლის დამფუძნებლები დააკავეს, საწვავის გაყიდვა შეჩერებულია. კომპანიაში აცხადებენ, რომ მიზეზები ობიექურია და მომხმარებლებს ბოდიშს უხდიან. "საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებს, რათა დროულად მოხდეს არსებულ სიტუაციაში გარკვევა და შეფერხების აღმოფხვრა. არსებულ მდგომარეობაში გარკვევისთანავე, ფრეგო მზად არის გააგრძელოს ჩვეულ რეჟიმში მუშაობა.ნებისმიერი ცვლილებსა და დამატებით ინფორმაციას კომპანია ფრეგო უწყვეტ რეჟიმში მოგაწვდით ჩვენი ოფიციალური ვებ-გვერდისა და სოციალური ქსელის მეშვეობით", — ნათქვამია განცხადებაში. ფრეგოს დამფუძნებლებს, გიორგი თოფჩიშვილს და ვლადიმერ ყველაშვილს, წინასწარი პატიმრობა ორშაბათს შეუფარდეს და გლდანის ციხეში გადაიყვანეს. ბიზნესმენს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით წაუყენეს, რაც ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებას გულისხმობს
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)