13:05 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-01 14:31:32, 948 ნახვა

საზოგადოება
ზღვის უბანში 5 000-მდე კვ.მ ფართობზე რეკრეაციული ზონა და სპორტული სივრცე ეწყობა

ნაძალადევის რაიონში, ზღვის უბნის (თემქის) X კვარტალში, N22 საბავშვო ბაღის წინ ავტოსადგომად ქცეულ ტერიტორიაზე, სკვერისა და სპორტული სივრცის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტი 5 000-მდე კვ.მ ფართობის კეთილმოწყობას ითვალისწინებს.

სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორია რამდენიმე ფუნქციურ ზონად დაიყოფა - მოეწყობა სკვერი ახალი LED განათებებით, სარწყავი სისტემითა და გამწვანებით. ასევე, გაკეთდება კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნები ტრიბუნებით.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან, ზაზა გაბუნიასა და თამარ ტალიაშვილთან ერთად გაეცნო.

„აღნიშნული ტერიტორია ავტოსადგომად იყო გადაქცეული. ოქტომბრის ბოლოსთვის აქ უკვე რეკრეაციული ზონა და სპორტული სივრცე გვექნება. ასევე, მოსახლეობის მოთხოვნითა და მათთან შეთანხმებით, შევინარჩუნებთ საპარკინგე ზონას. დარწმუნებული ვარ, ეს ადგილი ზღვის უბნის მოსახლეობისთვის ერთ-ერთი საყვარელი დასასვენებლი სივრცე იქნება“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად ნაძალადევის რაიონის გამგეობა 207 000 ლარს დახარჯავს.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
ლელოს წევრი: რუხაძის გადადგომა იმაზე მეტყველებს, რომ ოცნება კორუფციაშია ჩაფლული
ეროვნულმა შეფასების ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი შედეგები გამოაქვეყნა
საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს, უცვლელად, 8.25 პროცენტზე ინარჩუნებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics