16:02 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-30 16:42:56, 2392 ნახვა

რეგიონი
აფხაზეთის მერიონეტული რეჟიმი: საქართველო და მისი დასავლელი მფარველები მილიტარიზაციას ცდილობენ

აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო 27 ივლისს საქართველოში დაწყებულ ნატო-ს წვრთნებს Agile Spirit 2019-ს ეხმაურება. 

როგორც ე.წ. უყებბის განცხადებაშია აღნიშნული, "რესპუბლიკა წვრთნების გამო, ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს". 

"ეს წვრთნები ნეგატიურ გავლენას ახდენს ყველა მეზობელ ქვეყანაზე გამონაკლისის გარდა და ხელს უწყობს დესტაბილიზაციას. საქართველო და მისი დასავლელი მფარველები ისევ ცდილობენ მილიტარიზაციას, რაც რეგიონში ნდობის აღდგენის მიმდინარე ძალისხმევას არ შეესაბამება. ასეთი დესტრუქციული პოლიტიკა პირდაპირ ემუქრება აფხაზეთის ეროვნულ უსაფრთხოებას. დიდი ხანია დროა, საქართველოს პარტნიორებმა აღიარონ მსგავსი სწავლებების ფეთქებადად საშიში შედეგები. ასევე, გაითვალისწინონ ის, რომ მსგავსი ქმედებები აღვივივებს საქართველოში რევანშისტულ მიდგომებს. ვაპირებთ, რომ აღნიშნული საკითხი ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში დავაყენოთ", - ნათქვამია განცხადებაში.  





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics