00:04 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-29 14:54:14, 3101 ნახვა

პოლიტიკა
​გრიგორი კარასინს, სავარაუდოდ, საქართველოში პერსონა ნონ გრატად გამოცხადებული ივან ვოლინკინი შეცვლის

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილი გრიგორი კარასინი თანამდებობას ტოვებს, - ამის შესახებ kommersant.ru იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, კარასინი ფედერაციის საბჭოში გააგრძელებს მუშაობას. რაც შეეხება საგარეო მინისტრის მოადგილის თანამდებობას მასზე 3 კანდიდატურა განიხილება, თუმცა ფავოროტად საქართველოში პერსონა ნონ გრატად გამოცხადებული ივან ვოლინკინი სახელდება. 

გარდა ამისა, kommersant-ის წყაროს ცნობით, კარასინი დიპლომატის თანამდებობას ასაკის გამო ტოვებს. 

ცნობისთვის, ივან ვოლინკინი 60 წლისაა. ის სამინისტროში 1981 წლიდან მუშაობს. მას სხვადასხვა თანამდებობები ეკავა, მათ შორის საქართველოში რუსეთის ელჩი იყო. 2007 წელს ვოლინკინი საქართველოს ხელისუფლებამ 2 რუს დიპლომატთან ერთად პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნიდან გააძევა. 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics