|
2019-07-27 14:23:18, 3043 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავამ შატილის მოსახლეობას მიკრო და მცირე გრანტების პროგრამაში ჩართვისკენ მოუწოდა
ხევსურეთში მიკრო და მცირე გრანტების პროგრამა იწყება, - ამის შესახებ შატილში ადგილობრივ მოსახლეობას ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პირადად მიაწოდა. ნათია თურნავასთან ერთად შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანმა, სახელმწიფო რწმუნებულმა მცხეთა-მთიანეთის მხარეში შალვა კერესელიძემ და ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორმა გიორგი ჩიქოვანმა. როგორც მოსახლეობასთან შეხვედრისას ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, შატილის განვითარება ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტია, რისთვისაც რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, მათ შორის - იწყება მიკრო და მცირე გრანტების პროგრამა. ნათია თურნავამ ადგილობრივებს პროგრამის პირობები და დეტალები განუმარტა და მასში ჩართვისკენ მოუწოდა. „შატილის ადგილობრივ მოსახლეობას მოვუწოდებთ, რომ აქტიურად ჩაერთოს მცირე გრანტების პროგრამაში, რომელიც შემოდგომაზე განხორციელდება. დარწმუნებულები ვარ, აქ ინტერესი დიდი იქნება, რადგან ჩვენი ტურისტული პოტენციალისთვის ასეთი ულამაზესი კუთხეები უნდა იყოს უკეთ წარმოჩენილი და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ", - აღნიშნა მინისტრმა. შატილის მოსახლეობა დადებითაც აფასებს ადგილზე მიკრო და მცირე გრანტების პროგრამის დაწყებას. როგორც შეხვედრაზე ნინო ჭინჭარაულმა განაცხადა, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაანონსდა მცირე და მიკროგრანტების პროგრამა. მისი თქმით - „ეს ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას - რომ საოჯახო სასტუმროებმა ვიზიტორებისთვის გააუმჯობესონ პირობები".
(NS)
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)