17:11 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-26 15:48:57, 1852 ნახვა

სამართალი
​„ამ ქმედებებმა ქართულ საინვესტიციო გარემოს თავი მოჭრა“ - ხაზარაძე და ჯაფარიძე სასამართლოში მივიდნენ

"თიბისი ბანკის" დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდნენ. 

სასამართლოში ბიზნესმენების სასამართლო პროცესი გაიმართება, რომელზეც მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ. 

როგორც მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს სხდომის დაწყებამდე განუცხადა, შექმნილი ვითარება ქვეყნის საინვესტიციო გარემოს ზიანს აყენებს. 

"პოლიტიკოსები ამბობენ, რომ მე და ბადრი ჯაფარიძე ვეფარებოდით "თიბისი ბანკს" და ანაკლიას, იმისათვის, რომ იმუნიტეტად გამოგვეყენა ჩვენი ორი უმსხვილესი კომპანია. ბოლო 6 თვის განმავლობაში 2-ჯერ მოგვიწია ამ უპასუხისმგებლო, ქვეყნის საზიანო ქმედებებიდან გამომდინარე, რომელმაც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში მოჭრა თავი ქართულ საინვესტიციო გარემოს, თანამდებობა დაგვეტოვებინა. მეორე გადადგომა, რომ გუშინ განვახორციელეთ. ეს მოხდა იმ პირობებში, როდესაც 98%-ით ჩვენ აგვირჩიეს ჩვენმა ინვესტორებმა", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. 

ცნობისთვის, პროკურატურა მამუკა ხაზარაძისთვის და ბადრი ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს ითხოვს. გიორაოს ოდენობა კი, მილიონ-მილიონი ლარია. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics