|
2019-07-24 18:51:28, 1368 ნახვა
საზოგადოება
ქიბარ ხალვაში: როცა პირობას მომცემენ, რომ არ დამახრჩობენ კამერებით, R2-ში მივალ - „კურიერი“ მომწონს ძალიან
„კურიერი“ მომწონს ძალიან“, - ასე უპასუხა „რუსთავი 2“-ის მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა ჟურნალისტის კითხვას უყურებს თუ არა „რუსთავი 2“-ის გადაცემებს. როგორც მან აღნიშნა არხის საინფორმაციო გამოშვების გუნდი უნდა შეეცადოს, რომ სტანდარტი უფრო აწიოს. „ძალიან ბევრი გეგმა მაქვს, არც ერთ კვალიფიციურ ადამიანს სამსახურიდან არ გავათავისუფლებ. ვინც სარგებელს მოუტანს კომპანიას იმიტომ, რომ ყველა კვალიფიციური ადამიანის დონე განსაზღვრავს კომპანიის დონეს. ვუყურებ, კვალიფიციურია ყველაფერი. გარანტია, რა არის იცით, თუ ჩავუღრმავდებით და ვიწროდ არ განვიხილავთ არაფერს, გარანტია არის ის, რომ თუ ბიზნესია იმისთვის, რომ დიდ ხანს იყოს და პროფიტაბელური იყოს კომპანია, ამისთვის საჭირო არის ხალხი იყოს პროფესიონალი, ხალხმა უყუროს ტელევიზიას, ჰქონდეს რეიტინგი და ადამიანმა იყიდოს რეკლამა“, - აღნიშნა ქიბარ ხალვაშმა. მისივე თქმით, „რუსთავი 2-ში“ მაშინ მოვა, როცა ეცოდინება, რომ კამერებით არ დაახრჩობენ. „როცა მომიწვევენ და პირობას მომცემენ, რომ არ დამახრჩობენ კამერებით, მივალ. ვიხუმრე გოგო, ვიხუმრე. დაწყნარდება ხალხი, გაიგებენ, რომ არ ვერევით სარედაქციო პოლიტიკაში“, - აღნიშნა ხალვაშმა.
ირანმა იორდანიაში აშშ-ის ბაზაზე სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო
ტრამპმა ზელენსკისთან და ნეთანიაჰუსთან მოლაპარაკებები პროდუქტიულად შეაფასა
იაპონიაში ძლიერი მიწისძვრების სერიის შედეგად ცამეტი ადამიანი დაიღუპა
არაღჩი: უკრაინამ ირანი დაარწმუნა, რომ ირანულ გემზე თავდასხმის შემდეგ სიტუაციის ესკალაციას არ აპირებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)