17:11 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-18 13:22:49, 2043 ნახვა

სამართალი
ვაშაძე: სასამართლოს მოვუყევი ყველაფერი, რაც აქციაზე ხდებოდა - სახელწიფო გადატრიალებაზე საუბარი აბსურდია

 „შეკითხვის სულისკვეთება იყო ერთი, გეგმავდით თუ არა სახელმწიფო გადატრიალებას? რაზეც პასუხი არის, რომ ამაზე უფრო  აბსურდულის მოგონება არის შეუძლებელი“, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ თბილსის საქალაქო სასამრთლოდან გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა.

ვაშაძემ მაგსიტრი მოსამართლის თანდასწრებით მისი გამოითხვის დეტალებზე ისაუბრა.

„ძალიან კორექტული საუბარი იყო, მაგრამ გამოძიებას ცდილობს ყველანაირად, ყველა ხერხით, ყველა შეკითხვით, ყველა დაზუსტებით საქმე წაიყვანოს იქით, იყო თუ არა ადამიანების ჯგუფის შეთანხმება-შეთქმულება სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე ძალადობრივი გზით. წუთი-წუთზე მოვუყევი ყველაფერი დღის თორმეტი საათიდან დაწყებული. ამაზე ანეგდოტური მცდელობა არ არსებობს დედამიწის ზურგზე, იმიტომ, რომ ვინც შვიდი საათის შემდეგ მიკროფონის გარშემო ვიყავით, დაახლოებით სხვა და სხვა დროს, მე მაგალითად სამ საათამდე ვიყავი პარლამენტში და დანარჩენები პარლამენტის შენობაში იყვნენ, ზოგიერთი თერთმეტის ნახევრამდე, როგორც მაგალითად, ბატონი ნიკანორ მელია, რომელიც  საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გამოაძევეს პარლამენტის სხდომის დარბაზიდან. ამისთანა რაღაცა არც გამიგია არსად. დეტალურად შეკითხვების ჩამოთვლას ნუ მომთხოვთ, იმიტომ, რომ არაფერი მნიშვნელობა  არ აქვს. შეკითხვების სულისკვეთება, შეკითხვების მზიანი, შეკითხვების არსებობის აზრი იყო მხოლოდ და მხოლოდ იყო მხოლოდ ერთი, გეგმავდით თუ არა სახელმწიფო გადატრიალებას? რაზეც პასუხი არის, რომ ამაზე უფრო  აბსურდულის მოგონება არის შეუძლებელი“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics