10:01 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-17 12:48:30, 1364 ნახვა

კომენტარი
ივანიშვილი: არ გამოვრიცხავ, 2020 წელსაც უმრავლესობაში ვიყოთ, თუ არა და ენმ-ის გარდა ყველასთან ვითანამშრომლებთ

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი არ გამორიცხავს, 2020 წელს, პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში, მისი გუნდი პარლამენტში კვლავ უმრავლესობით შევიდეს.

რაცშეეხება ჟურნალისტების კითხვას კოალიციური მთავრობის შექმნის შესახებ, ივანიშვილი აცხადებს, რომ თუ ამის საჭიროება დადგება მმართველი გუნდი ენმ-ის გარდა, ყველასთან ითანამშრომლებს.

„პროპორციული სისტემის დაშვება 2020 წლიდან თავის თავში უკვე გულისხმობს იმას, რომ ალბათობა, რომ ერთმა პარტიამ, მათ რიცხვში "ქართულმა ოცნებამ", გადალახოს 50 პროცენტიანი ბარიერი, იქნება რთული, თუმცა ეს არის შესაძლებელი, მაგრამ არა აუცილებელი ჩემი გადმოსახედიდან. ის, რომ მეტმა პარტიამ აიღოს პასუხისმგებლობა მართვაზე, საზოგადოების წინაშე, პროპორციული სისტემა ამას უკეთესად გაუკეთებს რეალიზებას. დროულობას რაც სეეხება, რომ ჩვენ ეს მივიღეთ თითქმის მოულოდნელად, თუმცა 2024 წელს უნდა ყოფილიყო, ამის მიზეზი მე კარგად ავხსენი ჩემს განცხადებაში, რომ მზაობა იგრძნობა განსაკუთრებით ახალგაზრდების მხრიდან, მათ აქვთ მზაობა ჩართულობის.თუმცა, მე არ გამოვრიცხავ, რომ უმრავლესობითაც მოვიდეთ 2020 წელს, „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა ვითანამშრომლებთ, ალბათ, ყველასთან“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics