10:00 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-16 18:32:46, 1644 ნახვა

კომენტარი
პრემიერი - გიორგი გახარია არ გაურბის პასუხისმგებლობას, ისევე როგორც არც მე და არც გუნდის სხვა წევრი

„რასაც უპასუხისმგებლო ოპოზიცია ითხოვს, ეს არის სრულიად მიუღებელი. ამბობენ იმას, რომ კონსტიტუციის დაცვა შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ყოფილა ბოროტება და პარლამენტის შტურმით აღება არის პატრიოტიზმის გამოვლინება“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლება ორიენტირებულია იმაზე, რომ 20-21 ივლისის მოველენებთან დაკავშირებული გამოძიება ობიექტურად და გამჭვირვალედ ჩატარდეს.

„გიორგი არის ჩვენი გუნდის წევრი და კონტექსტი თქვენი კითხვის არის სრულიად არარელევანტური. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, თქვენ ვერ დაასახელებთ ვერცერთ ადამიანს ჩვენს გუნდში, რომელიც თავის სკამს გამოეკიდება, მაგრამ რასაც უპასუხისმგებლო ოპოზიცია ითხოვს, ეს არის სრულიად მიუღებელი. ამბობენ იმას, რომ კონსტიტუციის დაცვა შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ყოფილა ბოროტება და პარლამენტის შტურმით აღება არის პატრიოტიზმის გამოვლინება. ეს არის კონტექსტი, რომლის განვითარებაც სურთ ამ უპასხუსიმგებლო ადამიანებს. გიორგი არ გაურბის პასუხისმგებლობას ისევე როგორც არც მე და არც ერთი ჩვენი გუნდის წევრი. ამიტომ არის, რომ ჩვენ ვართ ორიენტირებული, გამოძიება ჩატარდეს სწრაფად, ობიექტურად და გამჭვირვალედ იმ ცალკეულ შემთხვევებზე, როდესაც ჰქონდა სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტებას ადგილი.  მაგრამ როდესაც ჩვენ ვუყურებთ ზოგად სურათს, მთავარ პრობლემას, რამაც ეს გამოიწვია და შემდეგ არასწორი ინტერპრეტაციის მცდელობას, რომ სრულიად დამახინჯებული სურათი მიაწოდონ ქართულ საზოგადოებას, ეს არის სრულიად მიუღებელი. ის ღამე იყო ძალიან დიდი გამოწვევა ქართული სახელმწიფოსთვის. ჩვენ ხომ გვსურს ყველას სამართლებრივ სახელმწიფოში ცხოვრება, ხომ გსურთ რომ გავხდეთ ევროპის სრულფასოვანი წევრი? რომელ ქვეყანაში წარმოგიდგენიათ, რომ მიმდინარეობდეს პარლამენტის შტურმით აღება?!“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics