09:59 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-16 17:42:45, 1777 ნახვა

კომენტარი
პრემიერი კოალიციურ მთავრობაზე: არასდროს ვითანამშრომლებთ იმ ძალასთან, რომელიც დესტრუქციაზეა ორიენტირებული

„ქართული ოცნება“ არასდროს ითანამშრომლებს იმ ძალასთან, რომელიც მთელი ბოლო წლების განმავლობაში იყო ორიენტირებული მხოლოდ დესტრუქციაზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ IRI-ის კვლევებიდან გამომდინარე კოალიციური მთავრობის შექმნაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

პრემიერის თქმით, კოალიციური მთავრობის ალბათობა მმართველი გუნდის ინიციატივამ გაზარდა, რომლითაც 2020 წელს არჩევნები პროპორიული წესით და ნულოვანი ბარიერით გაიმართება.

„როდესაც ვსაუბრობთ პროპორციულ არჩევნებზე, მით უმეტეს, ბუნებრივი ბერიერის პირობებში, რა თქმა უნდა, ამის ალბათობა მაღალია, მაგრამ 2020 წლის ოქტომბრამდე არის საკმაოდ დიდი დრო დარჩენილი. ნაადრევად არ გავაკეთებდი ასეთ დასკვნებს. ეს იქნება დამოკიდებული მხოლოდ ქართველი ერის არჩევანზე. მაგრამ თვითონ საარჩევნო სისტემა, რომელიც ჩვენს მიერ არის ინიცირებული, ალბათობას კოალიციური მთავრობის, ნამდვილად ზრდის. აქაც ჩვენ ერთმნიშვნელოვანი პასუხი გავეცით, „ქართული ოცნება“ არის პოლიტიკური ძალა, რომელიც არის გარანტი იმისა, რომ აუცილებლად მოხდება საქართველოს მშვიდობიანი განვითარება და ჩვენი ერის ცივილიზაციური არჩევანის ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანა, ანუ საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. ამასთან ერთად, ბუნებრივია, „ქართული ოცნება“ არასდროს ითანამშრომლებს იმ ძალასთან, რომელიც მთელი ბოლო წლების განმავლობაში იყო ორიენტირებული დესტრუქციაზე და იმაზე, რომ როგორმე საქართველო გაეხადათ მძევალი აგრესიული დღის წესრიგისა, საშინაო და საგარეო პოლიტიკაში. ამან დიდი ზიანი მიაყენა ქართულ საზოგადოებას და ჩვენს ეროვნულ ინტერესებს“, - განაცხადა ბახტაძემ. 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics