21:06 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-14 11:03:13, 1484 ნახვა

პოლიტიკა
ნათია მეზვრიშვილი - იქ იყვნენ მშვიდობიანი მოქალაქეებიც, მაგრამ ეგზალტირებული, მოძალადე მასაც

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ტელეკომპანია "იმედის" ეთერში 20-21  ივნისის მოვლენებზე ისაუბრა.
მინისტის მოადგილის განცხადებით, პოლიციას სპეციალური საშუალებების გამოყენების სრული ლეგიტიმაცია ჰქონდა, რადგან აგრესიული მომიტინგეები პარლამენტში შეჭრას ცდილობდნენ.
,,კარგად ვიცით, რომ იქ იყვნენ გარკვეული მშვიდობიანი მოქალაქეებიც, რომლებიც სავსებით, სამართლიან პროტესტს გამოხატავდნენ, მაგრამ  ეს ეგზალტირებული, მოძალადე მასა პარლამენტის შენობაში შეჭრას ცდილობდა სხვადასხვა საგნების - რკინის კონსტრუქციების გამოყენებით, წყლით სავსე ბოთლების, პოლიციელებისთვის წართმეული ფარების და აღჭურვილობის გამოყენებით - ეს ხომ ფაქტია. ეს ყველაფრი ხდებოდა იმ დროს, რომელზეც დროზეც ახლა თქვენ აპელირებთ და რაზეც დაცვის მხარე აპელირებს. შესაბამისად, პოლიციას სრული ლეგიტიმური საფუძველი ჰქონდა გამოეყენებინა სპეციალური საშუალება.  პირველი, როგორც ყველამ ნათლად იხილეთ, მოხდა ცრემლსადენი გაზის გამოყენება - ამიტომ ამ თემაზე სხვაგვარი ინტერპრეტაციების გაკეთება უბრალოდ აბსურდია. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ საზოგადოებამ ეს ყველაფერი ნათლად იხილა და სწორად უნდა გამოიტანონ ამასთან დაკავშირებით დასკვნები"- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics