|
2019-07-11 13:09:59, 1199 ნახვა
პოლიტიკა
ოპოზიციის წევრები დონალდ ტუსკს ხვდებიან
ოპოზიციის წარმომადგენლები, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართელოს“ წევრები ევროპული საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკს ხვდებიან. როგორც ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მას ტუსკთან კითხვები ექნება, მათ შორის, როგორ უნდა გაგრძელდეს საქართველო-ევროპის თანამშრომლობა? ასევე, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებასა და საქართველოს ხელისუფლების წარმომდგენლების კომენტარებზე. „ყველაზე უფრო ბატონ ტუსკთან საუბარისას მაინტერესებს, უპირველეს ყოვლისა, რა მიმართულებით წავა ევროპის კავშირი, მას შემდეგ, რაც ჩატარდა არჩევნები, გამოიცვალა ყველა უმაღლესი თანამდებობის პირი, მას შემდეგ, როდესაც, შემოდგომაზე, დიდი ალბათობით, დიდი ბრიტანეთი გამოვა უკვე ხელშეკრულების გარეშე ევროპის კავშირიდან, მეორე მაინტერესებს, მისი შეფასებები იმაზე, რას ფიქრობენ იმაზე, როგორ უნდა გაგრძელდეს საქართველო - ევროპის კავშირის თანამშრომლობა. მესამე - რა შეხედულებები აქვთ იმ ტრაგედიაზე, რომელიც 20-21 ივნისს მოხდა საქართველოში, საქართველო - რუსეთის დაპირისპირების ახალ ტალღაზე და სანქციებზე, რომელიც ნაწილი შემოღებული აქვს რუსეთის ფედერაციას, ფრენები მაქვს მხედველობაში, ნაწილის შემოღება გადაიფიქრა“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)